Monday, April 28, 2014

დედამიწის მაგნიტური ველი

1) რა გავლენას ახდენს მაგნიტური ქარიშხალი ადამიანის ორგანიზმზე? 
  
  დედამიწის მაგნიტური ველი არის ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს  ადამიანისა და სხვა ცოცხალი არსებების სასიცოცხლო ფუნქციებზე. გეომაგნიტიზმმა ადამიანზე შეიძლება მოახდინოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა, იმის მიხედვით თუ როგორია მაგნიტური ველის ზემოქმედების სიდიდე.

 მეცნიერთა მტკიცებით, დედამიწაზე მიმდინარე როგორც სტიქიური (მიწისძვრები, ვულკანები და ა.შ.), ისე ბევრი სოციალური მოვლენა (ეპიდემიები, ომები) მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მზის აქტივობის 11-წლიან ციკლზე, ანუ მზის აქტივობის გაძლიერებაზე. მაგნიტური ქარიშხალი ადამიანის ნერვული სისტემის მდგომარეობაზე მოქმედებს, რადგან ნერვები და თავის ტვინი მაგნიტური ველის საკმაოდ მგრძნობიარე ,,მიმღებებია''. არავინაა თავისუფალი გეომაგნიტიზმის გავლენისაგან.
  ალბათ, ყველამ იცის, ე.წ. მაგნიტურ დღეებში საწოლი, რომელზეც გძინავთ, ისე უნდა დადგათ, რომ თავი ჩრდილოეთისაკენ გქონდეთ მიქცეული, რადგან ასეთ შემთხვევაში გეომაგნიტური ველის ძალწირები სხეულის პარალელურია და ამ დროს თავის ტვინი და ნერვები უკეთ ისვენებენ.


2) რატომ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე მაგნიტური ქარიშხალი?



  ცნობილია, რომ მაგნიტური ველი მოძრავ ელექტრულმუხტებზე მოქმედებს. ბიოლოგიურ სისტემებში, მათ შორის ადამიანის ორგანიზმში, ელექტრული მუხტების (ელექტრონებისა და იონების) მოწესრიგებული მოძრაობა უჯრედებში მიმდინარე პროცესებს განსაზღვრავს. ცოცხალ ორგანიზმში პატარ-პატარა ,,მაგნიტებიც'' არსებობს, რომლებსაც სხვადასხვა ნივთიერების (უმთავრესად კი წყლის) მოლეკულები ქმნის. გარე მაგნიტური ველის ცვალებადობა ამ პატარა ,,მაგნიტების'' ორიენტაციას შესაბამისად ცვლის. ცხადია, რომ მათთვის ჩვეული მდებარეობიდან გადახრის შედეგად ისინი თავიანთ ფუნქციებს ისე აღარ ასრულებენ, როგორც ადრე, რაც ადამიანის ორგანიზმზე არასასურველად აისახება. უკვე არსებულ ბიოდენებთან ერთად  დამატებითი ელექტრული დენებიც აღიძვრება, რაც კიდევ უფრო არღვევს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.


 განსაკუთრებით მგრძნობიარე ამ მხრივ ნერვული სისტემაა, რომელიც ყველაზე მეტად ზიანდება. ფიზიკას ასეთ დღეებში შეუძლია მნიშვნელოვანი სამსახური გაუწიოს ადამიანებს, რათა ბუნების ამგვარი მავნე ზეგავლენისაგან დაიცვას.

 
 ადამიანები ლითონის ფირფიტებით დაფარულ პალატებში უნდა მოათავსონ,  რათა გარკვეული ტიპის ტალღების ეკრანირება მოხდეს.   თუმცა რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ასეთ დღეებში დაუცველები არიან და ამიტომ  დიდი მნიშვნელობა აქვს  მაგნიტურად აქტიური დღეების სწორ  პროგნოზს (ისინი წამალს წინასწარ მიიღებენ და  უკეთ გადაიტანენ ასეთ დღეებს). აღსანიშნავია, რომ ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმი ევოლუციის შედეგად გარკვეულწილად  ადაპტირებულია დედამიწის მაგნიტურ ველთან და მის  ცვლილებასთან. ასე, რომ, ცოცხალ ორგანიზმებში ერთგვარი ელექტრომაგნიტური ,,რეგულატორი'' არსებობს.



3) ცნობილია, რომ  ცოცხალი არსებების 50-მდე სახეობის წარმომადგენელი, რომელთა შორის ძუძუმწოვრები, ფრინველები, თევზები, მწერებიც კი არიან, ნავიგაციისათვის (გარემოში ორიენტირებისთვის) დედამიწის მაგნიტურ ველს იყენებენ.


  მეცნიერებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ მაგ., საფოსტო მტრედები, გადამფრენი ფრინველები, ტრიტონები, კუები ორიენტირებენ დედამიწის მაგნიტური ველის დახმარებით. აღმოჩნდა, რომ ღამურებიც დიდ მანძილებზე გადაფრენისას ექოლოკაციით კი არ სარგებლობენ, არამედ დედამიწის მაგნიტური ველით .

 მეცნიერთა უკანასკნელმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ გადამფრენი ფრინველები არა მარტო ,,გრძნობენ'' მაგნიტურ ველს, არამედ ხედავენ კიდეც მას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გარდა მხედველობისა, გადამფრენ ფრინველებს მაგნიტური ველის აღქმის კიდევ ერთი საშუალება აქვთ. ეს არის ნისკარტი, რიომელშიც მაგნიტური რკინაქვის პაწაწინა კრისტალები აღმოაჩინეს. კრისტალები ზუსტად ისე იქცევიან დედამიწის მაგნიტურ ველში, როგორც მაგნიტური ისრები.
  გერმანელი მეცნიერების უკანასკნელი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დედამიწის მაგნიტურ ველს ძროხები და ირმებიც გრძნობენ. დაკვირვებისას  აღმოჩნდა, რომ საძოვრებზე ისინი ხშირად ისე არიან განლაგებული, რომ მათი სხეული დედამიწის მაგნიტური ველის ძალწირების გასწვრივ, სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენაა ორიენტირებული. მათ ისიც შეამჩნიეს, რომ ისინი სხვანაირად ,,იქცევიან'' ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი ბუნებრივი ორიენტაცია ირღვევა  მაღალი ძაბვის ხაზების გარშემო შექმნილი მაგნიტური ველის გავლენით.